ქარმა ბათუმში მშენებარე კედელი ჩამოანგრია

22 დეკემბერი 2021, 19:45 3540 ნახვა

ძლიერი ქარის შედეგად, სამშენებლო ობიექტის ბოლო სართულიდან კედლის ფრაგმენტი ჩამოიშალა და  გვერდით მდებარე კერძო საცხოვრებელ სახლს დაეცა. დაზიანდა სახურავი და აივანი. შემთხვევის შედეგად საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. მშენებარე მრავალსართულიანი კორპუსი ერთ-ერთ  კერძო  საცხოვრებელ სახლთან   ახლოს აშენდა, რის გამოც მოქალაქეების მტკიცებით, დაბზარულია კედლები და ჩამონგრეულია  ოთახები, რის გამოც ავარიულ სახლში ცხოვრება ეშიანიათ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში