სტიქიაა ქობულეთშიც,სადაც ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა, დაზიანდა ავტომობილებიც. დააზიანა ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები, რის გამოც აბონენტების ნაწილი დენისა და გაზის გარეშე დარჩა. სოფლების ნაწილში კი მეწყერი ჩამოწვა.