''არა პოლიციურ რეჟიმს“, ''აქ არიან ჯალათები“ - ლელოს აქცია ბათუმში პოლიციის მეექვსე განყოფილებასთან 

22 დეკემბერი 2021, 17:48 876 ნახვა

''მილიცია“, „არა პოლიციურ რეჟიმს“, „აქ არიან ჯალათები“ - ამ ლოზუნგებით ბათუმის პოლიციის მეექვსე განყოფილებასთან „ლელოს“ წევრებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების თქმით,  არ სურთ ცხოვრება სახელმწიფოში, სადაც პოლიცია მოქალაქეებზე ფიზიკურად ძალადობს. 

''ლელოს'' წევრები ითხოვენ რეაგირებას პოლიციელთა მიერ სავარაუდო ძალადობის შემთხვევებზე, რაზეც მოქალაქეები ჰყვებიან.

''აქ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ სწორედ პოლიციის ეს განყოფილება გამოირჩევა მოქალაქეებზე სასტიკი და ხშირი ძალადობით, მსგავსი ფაქტი სამი დღის წინაც დაფიქსირდა, როცა ახალგაზრდა ჟურნალისტებზე იძალადეს. ამ ფაქტებზე თვალის დახუჭვა მორალური დანაშაული იქნება. ძალადობრივი, პოლიციური სისტემა ძირს უთხრის დემოკრატიულ ღირებულებებს. ისევ 30 წლიან წრეზე მივდივართ, რასაც ვაპროტესტებდით წინა ხელისუფლების დროს, იგივე უფრო მძიმე ფორმატით მეორდება'' - განაცხადა ალექსანდრე ფიფიამ. 

გიორგი არობელიძე და რატი რატიანი ამბობენ, რომ ბათუმის პოლიციის მეექვსე განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. ძალადობის შესახებ საუბრობდნენ სხვა მოქალაქეებიც. 

ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი