დღეს საღამოს დასავლეთ საქართველოში წვიმას ყველგან თოვლი შეცვლის, მთასა და მაღალმთაში შენარჩუნდება თოვლი და ქარბუქი, ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს და დაბლობში +1 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ გაგრძელდება ძლიერი ქარი და მცირე ნალექი.
ზღვაზე შტორმი 4-5 ბალი ხვალ საღამომდე იქნება.
უამინდობა საქართველოში მომდევნო 2 დღის განმავლობაში შენარჩუნდება.
ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ამინდი 24 დეკემბრის შუადღის საათებში გამოვა და 25-26 დეკემბერს მზიანი ამინდი იქნება.