საქართველოს სახალხო არტისტი ჯემალ ჭკუასელი მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალეს. სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცნობისთვის, საქართველოს სახალხო არტისტი ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1986 წლიდან საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი, დირექტორი და მთავარი დირიჟორი იყო. 1997 წლიდან კი ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი. 2015 წლიდან კი ის "ერისიონის" მთავარი დირიჟორი იყო.