უშედეგოდ ძებნის მესამე დღე.გაუჩინერებულ ეკონომისტს პოლიცია და მასთან ერთად ოჯახის წევრები ისევ ეძებენ. არის თუ არა რამაზ გერლიანის მიერ დაწერილი სტატუსი მის გაუჩინარებასთან რაიმე კავშირში, ეს ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა ამ საქმეში ახალი დეტალები უკვე ჩნდება. გერლიანის ოფისში ნაპოვნია წერილი და მობილური ტელეფონი, რომელიც სამუშაო მაგიდაზე იდო, მოწყობილობას კი მარკერით მიწერილი ჰქონდა პაროლი. ოფისში ჩხრეკამდე საგამოძიებო მოქმედებები მის საცხოვრებელშიც ჩატარდა.