ახალი წლის დადგომამდე 11 დღე რჩება. ქალაქის ქუჩებში უკვე იგრძნობა საახალწლო განწყობა, ნაძვის ხის მორთვაც აქტიურ ფაზაშია. სადღესასწაულო განწყობას კი მუსიკოსები უწყვეტ რეჟიმში შობის დღესასწაულამდე ყოველ საღამოს შექმნიან. 2022-ს ზღვისპირა ქალაქი ტრადიციული გალა-კონცერტითა და ფოიერვერკით შეხვდება.