ონლაინ-კაზინოებზე კანონის მოლოდინში

20 დეკემბერი 2021, 19:48 931 ნახვა

რეგულაციები აზარტულ თამაშებს  პრემიერის ინიციატივაა, რითაც ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,  ეს არა ბიზნესსექტორის შეფერხებას, არამედ მოქალაქეებზე, ახალგაზრდებზე, მომავალ თაობებზე ზრუნვას ნიშნავს. აზარტულ თამაშებზე წვდომა მილიონამდე ადამიანს ეზღუდება. მათ შორის სოციალურად დაუცველებსა და საჯარო მოხელეებს. კანონპროექტით ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის დაბეგვრის ახალი მექანიზმი ამოქმედდება, რის საფუძველზეც ამ სექტორისთვის გადასახადები იზრდება. იკრძალება აზარტული თამაშების რეკლამა და 25 წლამდე მოქალაქეებს აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში