მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გადაიდო

20 დეკემბერი 2021, 18:35 1331 ნახვა

კორონავირუსის ახალი ომიკრონის შტამის გამო მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა დავოსში ყოველწლიური შეხვედრა გადადო.  ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში,  რომელიც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ინტერნეტ-საიტზეა გამოქვეყნებული.  ყოველწლიური შეხვედრა შვეიცარიის სამთო-სათხილამურო კურორტ დავოსში  2022 წლის 17-21 იანვარს უნდა   გამართულიყო.    ახლა ფორუმი ზაფხულის დასაწყისისთვის დაიგეგმა და იგი  ონლაინ-ფორმატში ჩატარდება-ნათქვამია განცხადებაში.  მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ზედიზედ მეორე წელია კოვიდშეზღუდვების გამო აუქმებს დავოსის შეხვედრას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში