ხასან ჰელიმიშის ქუჩაზე ახალი წყალარინების ქსელზე დაერთების სამუშაოები მიმდინარეობს. ახალი წყალარინების ქსელი 3 კილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყობა. აღნიშნულ დასახლებაში წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემა არ არსებობდა და ადგილობრივებს ათეული წლის განმავლობაში პრობლემებს უქმნიდა. ახალი წყალარინების ქსელით 150-მდე აბონენტი ისაგებლებს.