ნაძვის ხის ტოტებით მოვაჭრეები ქუჩაში დააბრუნეს

19 დეკემბერი 2021, 14:53 2537 ნახვა

ნაძვის  ხეებით მოვაჭრეებს წიწვოვანების ტოტების გადატანის და ტოტებით ნაძვის ხეების აწყობის უფლება მისცეს. როგორც მოვაჭრეებმა განაცხადეს, სიტყვიერი შეთანხმება გარემოსდამცვლებთან მოხდა და დაკავებული მანქანების გამოშვება ხვალიდან დაიწყება. დღეს ბათუმის სასამართლოში ჩამორთმეული ტოტების მეპატრონეების დაჯარიმების საკითხი უნდა განხილულიყო, თუმცა როგორც მოვაჭრეები ამბობენ, სასამართლომ მათი საქმის განხილვაზე უარი განაცხადა, რადგან ტოტების გასხეპვაზე ადმინისტრაციული სანქცია არ არის გათვალისწინებული.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი