ქედაში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის მერისი-გუნდაური-ჭალათის მიმართულებით 3780 მეტრ მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი დაიგო. პროექტის მიხედვით მოეწყო ბეტონის და გაბიონის საყრდენი კედლები, სანიაღვრე არხები, მილები და ზღუდარები. აშენდა ერთი ახალი ხიდი. მონაკვეთზე გზის რეაბილიტაცია პირველად განხორციელდა. მანამდე გზა გრუნტოვანი იყო. რეაბილიტირებული გზა უკავშირდება სოფელ გუნდაურს, ჭალათს და გარეტყეს, რომლითაც 100 ადგილობრივ ოჯახთან ერთად ვიზიტორები შეძლებენ გადაადგილებას.