აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ე.წ. ოცნების ქალაქის კომპლექსს 11 წლის ანრისთან და 15 წლის კახასთან ერთად ესტუმრა და ბავშვებთან ერთად ის ბინა დაათვალიერა, რომელიც მათ 2022 წლის დასაწყისში გადაეცემათ, - ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბავშვები ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონს ესტუმრნენ. ისინი ფეხბურთის გულშემატკივრები არიან და ბათუმის "დინამოს" აკადემიაში ისწავლიან.
ბავშვებს მამა ავარიაში, ხოლო დედა კორონავირუსით 1 თვის წინ გარდაეცვალათ. ოჯახი ოცნების ქალაქში ცხოვრობდა.