პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

17 დეკემბერი 2021, 17:41 1495 ნახვა

78 ხმით ერთის წინააღმდეგ.პარლამენტმა 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც  19 მილიარდ 171 მილიონი ლარით არის განსაზღვრული. გაზრდილია ხარჯების ნაწილი 332 მილიონით. ხარჯვა გაეზარდა თითქმის ყველა სუბიექტს. მცირდება ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც 4,4 პროცენტზე არის, ასევე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ექვსი პროცენტია და 65 მილიარდ ლარს აღწევს; სამთავრობო ვალი 51 პროცენტამდეა შემცირებული. ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებად ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური პროგრამები, განათლების სფერო და ინფრასტრუქტურული პროექტები დასახელდა. ასევე განაცხადეს, რომ მომავალი წლისთვის დაგეგმილია როგორც სტატუსის მქონე პედაგოგების ხელფასების მატება, ასევე, პენსიების ზრდა და ომისა და სამხედრო ვეტერანებისთვის სახელმწიფო გასაცემლების ოდენობის მატებაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი