ციხისძირში აქციაზე დაკავებულების საქმეზე გადაწყვეტილება 21 დეკემბერს გამოცხადდება

17 დეკემბერი 2021, 14:44 871 ნახვა

ქობულეთში, სოფელ ციხისძირში აქციაზე დაკავებულების საქმეზე გადაწყვეტილება ოთხ დღეში გამოცხადდება. დღევანდელ პროცესზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მხარეებს მოუსმინეს.  პროკურატურამ  დაკავებულების ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობა და სასჯელის სახით ჯარიმის შეფარდება მოითხოვა. დაცვის მხარემ პროცესზე  ვიდეო ჩანაწერები წარადგინა. შეგახსენებთ, 5 დეკემბერს ადმინისტრაციული წესით პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის და  სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.  ადგილობრივები   ციხისძირში  სპეციალური ორმოების მოწყობას აპროტესტებდნენ, რომელშიც გადამუშავებული ციტრუსის ნარჩენები უნდა განთავსდეს.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი