საჭადრაკო კლუბმა ნონამ 2021 წელი შემაჯამებელი ღონისძიებით დაასრულა, რომელსაც წინ რაპიდსა და ბლიცში საახალწლო ტურნირი უძღოდა. გასულ წელს კლუბმა როგორც რესპუბლიკურ, ასევე საერთაშორისო მასშტაბის 64 ტურნირს უმასპინძლა. კლუბის წევრებმა, მწვრთნელებმა და მსაჯებმა კი 54 საერთაშორისო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობა. დღეს საჭადრაკო კლუბმა „ნონამ“ ის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოვა, რომლებიც მთელი წლის განმალობაში სხვადასხვა რანგის შეჯიბრებებზე არაერთი გამარჯვება მოიპოვეს. ის სპორტსმენები კი, რომლებმაც მთელი წლის განმავლობაში ონლაინ ტურნირებში ხუთჯერ გაიმარჯვეს, საგანგებო თასებით დაჯილდოვდნენ.