სახალხო დამცველთან არსებული ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ რიგით მეოთხე დასკვნას აქვეყნებს.
დასკვნას უცვლელად გთავაზობთ:
“2021 წლის 12 დეკემბერს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა/სპეციალისტთა ჯგუფმა რიგით მეოთხე ვიზიტი განახორციელა პაციენტ (ბრალდებულ/მსჯავრდებულ) მიხეილ სააკაშვილთან. პაციენტი მოთავსებულია სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში 2021 წლის 19 ნოემბრიდან.
ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა: აიდა გოზალოვამ, თენგიზ წულაძემ, გიორგი კაჭარავამ, ნინო ზავრაშვილმა, გრიგოლი ხურციძემ, გიორგი პაპიაშვილმა, გიორგი გრიგოლიამ და მარინე კურატაშვილმა. ექსპერტებმა მოინახულეს მიხეილ სააკაშვილი, შეაფასეს მისი სამედიცინო მდგომარეობა ადგილზე, ესაუბრნენ ექიმებს და გაეცნენ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემებს. ხაზგასასმელია ჰოსპიტალის სამედიცინო პერსონალის სრულფასოვანი თანამშრომლობის მზაობა.
ვიზიტის შემდეგ ექსპერტთა ჯგუფმა ონლაინ დისკუსია გამართა, რომელშიც მონაწილეობა ასევე მიიღო ექსპერტმა მამუკა მაჩაიძემ.
პაციენტის მდგომარეობის ზოგადი შეფასება:
ძირითადი საყურადღებო საკითხები, ამ ეტაპზე გამოხატულია შემდეგი ძირითადი პრობლემები:
სომატური თვალსაზრისით პაციენტის მდგომარეობა, მკურნალობის მიმდინარეობის ფონზე, მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია. თუმცა, ექსპერტთა ჯგუფი წარმოადგენს დამატებით რეკომენდაციებს, რაც დეტალურად დანართში იქნება განხილული.
საყურადღებოა, რომ ფსიქოთერაპიის ჩატარების შესახებ რეკომენდაცია ექსპერტთა ჯგუფმა ჯერ კიდევ 25 ნოემბრის დასკვნით გასცა, რაც ამ დრომდე არ შესრულებულა. ექსპერტთა ჯგუფს ამ მიმართულებით არსებული ფარმაკოლოგიური მკურნალობის მხრივაც გააჩნია გარკვეული სახის შენიშვნები, რომელიც ასევე დანართში იქნება წარმოდგენილი.
არასაკმარისი სიმძლავრით მიმდინარეობს ფიზიკური რეაბილიტაცია. ექსპერტთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ მკურნალობის ამ რგოლს შესაძლოა ხელი შეუწყოს ფსიქოთერაპიის დროულმა დაწყებამ.
რეკომენდაციები:
► პაციენტის მკურნალობისა და სრულფასოვანი რეაბილიტაციის მიზნით ექსპერტთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ აუცილებელია:
სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები:
ცოტა ხნის წინ, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის შესახებ დასკვნა წარადგინა.