როგორც კი რუსეთი 2008 წლის შეთანხმებას შეასრულებს, ასეთი ფაქტები შეწყდება - კელი დეგნანი საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებაზე

14 დეკემბერი 2021, 14:42 826 ნახვა

საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავება შემაშფოთებელია და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს. 

კელი დეგნანმა ამის შესახებ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან 3 ადამიანის უკანონოდ დაკავების ფაქტზე დასმულ კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. 

„ჩვენ ყოველთვის ძალიან გვაშფოთებს, როდესაც საქართველოს მოქალაქეების დაკავება ან შევიწროება ხდება, ეს რა თქმა უნდა, უნდა შეწყდეს. ეს მაშინ მოხდება, როდესაც რუსეთი თავის ვალდებულებას შეასრულებს, რომელიც მან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ხელმოწერით აიღო. ეს ძალიან მარტივია. ყველა ელოდება იმას, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს აღნიშნული შეთანხმება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი დიალოგზე და გარემოს გაუმჯობესებაზე. როგორც კი რუსეთი 2008 წლის შეთანხმებას შეასრულებს, ასეთი ტიპის ფაქტები შეწყდება“, - განაცხადა ელჩმა. 

12 ოქტომბერს რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან 1 ადამიანი დააკავეს. 2 დღით ადრე კი გაიტაცეს 2 მოქალაქე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში