12 ადამიანი დაშავდა თურქეთის ქალაქ ართვინში ძლიერი ხანძრის შედეგად. შემთხვევა ქალაქის ცენტრში მდებარე კაფეში მოხდა. ცეცხლი ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით გაჩნდა და იგი სწრაფად გავრცელდა მთელ შენობაში. ართვინის გუბერნატორის თქმით, 3 დაშავებული სახესა და ხელებზე მიღებული მძიმე დამწვრობების გამო ტრაპიზონში გადაიყვანეს. ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, 7 დაშავებულს ძლიერი კვამლის გამო სასუნთქი გზების დამწვრობა აღენიშნება.