უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას სერიოზული შედეგები მოჰყვება - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, რუსეთისა და უკრაინის შესახებ ავრცელებენ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საზღვრების შეცვლის მიზნით ძალის ნებისმიერი გამოყენება მკაცრად საერთაშორისო სამართლის მიხედვით აკრძალულია. ისინი რუსეთს დეესკალაციისკენ, დიპლომატიური არხების გამოყენებისა და სამხედრო მოქმედებების გამჭვირვალობის შესახებ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ მხარდაჭერას ადასტურებენ.