განახლებული რეგიონების" პროგრამის ფარგლებში, აჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით პროგრამა რეგიონების ურბანულ განახლებას ითვალისწინებს, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს. პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. „განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია.