ჩვენც საქართველოს მოქალაქეები ვართ და ჩვენც გვაქვს უფლებები . არა მწვანე პასპორტებს -ამ სლოგანით ბათუმში ევროპის მოედანზე მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ აქცია გამართეს. შეკრებილებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გააპროტესტეს. ათობით მოქალაქისთვის მწვანე პასპორტების კონცეფცია მიუღებელია. მაუწყებელი მიიჩნევს, რომ აქცია ჯდება თავისუფლების გამოხატვის ჩარშოებში, თუმცა მივიჩნევთ, რომ იმ პირობებში როდესაც ვირუსით ყოველდღიურად ათობით ადამიანი იღუპება ადამიანის ჯანმრთელობა მთავარი პრიორიტეტია.