დღეს "ბათუმი" "ყაზბეგს" დაუპირისპირდება

12 დეკემბერი 2021, 12:47 1059 ნახვა

ბათუმის სარაგბო კლუბი დიდი 10-ის მეხუთე ტურის გადადებულ შეხვედრას ითამაშებს. 

"ბათუმი" გასვლაზე გორში სტეფანწმინდის "ყაზბეგს" შეხვდება. 8 ჩატარებული მატჩის შემდეგ ბათუმელებს 33 ქულა აქვთ და პირველ პოზიციაზე იმყოფებიან. "ყაზბეგი" კი 3 ქულით ბოლო მეათე ადგილზე იმყოფება.

მატჩი 12 დეკემბერს 14:00 საათზე დაიწყება. ამით "ბათუმი" დიდი 10-ის პირველ წრეს დაასრულებს. 

რაგბის ეროვნულ ჩემპიონატში მეორე წრე 17 დეკემბერს დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში