მერიის ზედამხედველეობის სამსახურის უფროსის მოადგილეს ბესარიონ ცეცხლაძეს, ბიზნესმენი მერაბ ფარტენაძე მუქარასა და ზეწოლაში ადანაშაულებს.
დღეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მუნიციპალური ინსპექციის სამსახურში აცხადებენ, რომ აეროპორტის გზატკეცილიზე, 259ბ-ში პროქტის დარღვევით მიმდინარე მშენებლობაზე, მონიტორინგის მიზნით გასულ მუნიციპალური ინსპექციის ჯგუფს მოქალაქეთა ნაწილმა, საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით წინააღმდეგობა გაუწია; რასთან დაკავშირებითაც, ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება.
აღნიშნული ობიექტი მუნიციპალური ინსპექციის მიერ, დარღვევით მიმდინარე მშენებლობის გაგრძელების ფაქტზე ეტაპობრივად 10-ჯერ იქნა დაჯარიმებული. დღეს მორიგი აქტის შედგენის პროცედურას კი აღნიშნული ინციდენტი მოჰყვა.