ავარიული სახლი ჯოჭოში

09 დეკემბერი 2021, 20:20 1643 ნახვა

ცხოვრება საფრთხის ქვეშ. ზედა ჯოჭოში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს, დაბზარული სახლის კედლები,რომლებზეც ნაპრალები მატულობს.

2012 წლით დათარიღებულ გეოლოგების დასკვნას, რომელსაც ოჯახი იშველიებს წერია, რომ მიწისძვრის შედეგად სახლის  საყრდენი კედლები  და საძირკველი დაზიანდა. გამოსავალი ახლა იმაშია, რომ ოჯახმა საკუთარი სახსრებით უნდა მიიყვანოს ადგილზე ინჟინერ-კონსტრუქტორი  , რომელიც დაზიანებული სახლის რესტავრაციისთვის საჭირო მასალების ხარჯთ-აღრიცხვას მოამზადებს, რის შემდეგადაც წერილობითი დოკუმენტის საფუძველზე ხელვაჩაურის მერია საჭირო თანხას გამოყოფს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი