ავარიულ სახლში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს

09 დეკემბერი 2021, 14:43 725 ნახვა

სოფელ ზედა ჯოჭოში მცხოვრები  ლეონიძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს. საცხოვრებელი სახლის კედლები დაბზარულია და მცხოვრებლების ინფორმაციით,  ნაპრალები  მატულობს. 

ოჯახს აქვს გეოლოგიური დასკვნა, რომელშიც წერია, რომ 2012 წელს მიწისძვრის შედეგად სახლის  საყრდენი კედლები  და საძირკველი დაზიანდა. დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ შენობა საჭიროებს გამაგრებით  სამუშაოებს ინჟინერ-კონსტრუქტორის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

ოჯახის ინფორმაციით, შესაბამის უწყებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.  ადგილზე დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრები იმყოფებოდნენ და ხელისუფლებას მიმართეს დაინტერესდნენ ავარიულ სახლებში მცხოვრებლების პრობლემებით.

რა სახის დახმარებას გაუწევს და რატომ არ მოხვდა ამ დრომდე შესაბამის პროგრამაში აღნიშნული ოჯახი, ჩვენ დავუკავშირდით ხელვაჩაურის მერიას და ველოდებით მათგან დამატებით ინფორმაციას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი