სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტს სიტყვით მიმართავს

06 დეკემბერი 2021, 18:41 1414 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დემოკრატიის ვირტუალურ სამიტს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით იმართება, 10 დეკემბერს მიმართავს.

სამიტი მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოებებისა და კერძო სექტორის ლიდერებს დემოკრატიის განახლებისა და მის წინააღმდეგ არსებული საფრთხეების დასაძლევად გააერთიანებს.

პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის გამოგზავნილ მოსაწვევ წერილში აღნიშნულია:

"ჩვენ ვაღიარებთ და ვაფასებთ თქვენს თანამშრომლობას დემოკრატიული და ადამიანის უფლებების პატივისცემის მქონე საზოგადოებების მშენებლობაში, რაც თითოეულ მოქალაქეს წარმატების მიღწევის შესაძლებლობას აძლევს.

მნიშვნელოვანი გამოწვევისა და უზარმაზარი შესაძლებლობების მომენტში, დღეს როგორც არასდროს, დემოკრატიებისათვის მნიშვნელოვანია დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია მივაღწიოთ შედეგს ჩვენი ხალხების საჭიროებებისათვის“, - აღნიშნულია წერილში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვირტუალურ სამიტში 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი მიიღებს მონაწილეობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი