იტალიაში არავაქცინირებულებისთვის შეზღუდვები მკაცრდება

06 დეკემბერი 2021, 10:01 731 ნახვა

იტალიაში დღეიდან კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით შეზღუდვები მკაცრდება.

კერძოდ, დახურული ტიპის კვების ობიექტებში, კლუბებსა და კინოთეატრებში მხოლოდ იმ ადამიანებს ექნებათ შესვლის უფლება, რომლებიც სრულად ვაქცინირებულები ან ვირუსისგან გამოჯანმრთელებულები არიან.

ამასთან, მოქალაქეებს, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას  მოუწევთ წარადგინონ „მწვანე პასპორტები“. ახალი წესები 15 იანვრამდე დარჩება ძალაში.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში მოსახლეობის 74.8 % სრულადაა ვაქცინირებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი