2022 წლის იანვრიდან პენსია იზრდება - პრემიერი

06 დეკემბერი 2021, 11:10 5094 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2022 წლის იანვრიდან პენსია გაიზრდება. 

''მომავალ წელს პენსიის მოცულობა იზრდება, 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირებისთვის პენსია განისაზღვრება 260 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წელზე მეტი ასაკის პირებისთვის 300 ლარის ოდენობით. 

მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე  ასაკის პირთათვის შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წელს და მეტი ასაკის პირთათვის 360 ლარი იქნება'' - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში