ინდონეზიის კუნძულ იავაზე ვულკან სემერუს ამოფრქვევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, დაშავებულია ათობით ადამიანი. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს.
ადგილობრივი კატასტროფის მართვის ცენტრის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, დაღუპული ადამიანებიდან ჯერჯერობით მხოლოდ ორის იდენტიფიცირება მოხერხდა. ,,დაშავდა 98 ადამიანი, მათ შორის ორი ორსული ქალი, ხოლო ევაკუირებულია 902 მოქალაქე“, - აღნიშნა წარმომადგენელმა.