შრომის ინსპექციამ კლუბი "ხიდი" დალუქა და 10 000 ლარით დააჯარიმა. უწყების ინფორმაციით, დაწესებულებამ კოვიდრეგულაციები დაარღვია და აკრძალული გასართობი ღონისძიება გამართა.
შრომის ინსპექციის სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ღამის კლუბებს, არ განახორციელონ დადგენილებით აკრძალული საქმიანობები, წინააღმდეგ შემთხვევაში ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელი ჯარიმისა თუ დალუქვის სახით,"- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.