ბათუმის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა

03 დეკემბერი 2021, 12:09 1041 ნახვა

ბათუმის საკრებულო ახალი თავმჯდომარის არჩევას, სავარაუდოდ, დღეს ვერ მოახერხებს. უმრავლესობა არც ოპოზიციას აქვს და არც ''ქართულ ოცნებას''. საკრებულოში ხმები თანაბრად არის გაყოფილი. გიორგი გახარიას თანაგუნდელები დღეს სხდომას არ ესწრებიან.

სხდომას ესწრებიან პარტია" ლელოს" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები. მათივე თქმით, ისინი მოვიდნენ იმისთვის, რომ უფლებამოსილება შეუწყვიტონ ძველ, ვადაგასულ საკრებულოს. ამბობენ, რომ დღეს  საკრებულოს თავმჯდომარეს ვერ აირჩევენ და პროცესები იქნება პოლიტიკურად საინტერესო.

"ლელო-საქართველოს" გუნდი აპირებს უფლებამოსილების ცნობას ამ საკრებულოში, რადგან ვადაგასული საკრებულოს არსებობა ამ სისტემაში უნდა დასრულდეს. თავმჯდომარის ნაწილში  მსჯელობა ისევ მიმდინარეობს და ვნახავთ ამ ნაწილში. დღეს ვერ აირჩევენ ვერც თავმჯდომარეს და ვერც ერთი პოზიციას, დღეს ვერ შედგება საკრებულო და მოლოდინია, რომ ქმედითუუნარო იქნება ბათუმის საკრებულო, რომელზეც ზეწოლის და ძალადობის ხარჯზე მოხდა მძიმე დარღვევები"- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

გახარიას პარტიიდან წასული ირაკლი თავდგირიძე, რომელიც სხდომაზე მივიდა ამბობს, რომ უშუალოდ რომელიმე პარტიის ინტერესს არ გაატარებს. მან ცალსახად არც ის დააფიქსირა თუ ვის დაუჭერს მხარს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე.

თავდგირიძე დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით იმუშავებს. 

"ნაციონალური მოძრაობის" გარდა თავმჯდომარეობის კანდიდატი, იმ ფორმით, რომელიც იქნება ქალაქისთვის მისაღები, აუცილებლად დავუჭერ მხარს. ირაკლი კუპრაძის შემთხვევაში ვნახავთ რა ფორმულირებით იქნება წარმოდგენილი უმრავლესობა. "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გამტარებელი არ ვიქნები ამ საკრებულოში. "ქართული ოცნების" ინტერესების პირდაპირ გამტარებელიც არ ვიქნები"- განაცხადა ირაკლი თავდგირიძე.

''ქართულ ოცნებაში'' ამბობენ, რომ შესაძლოა დღეს საკრებულოს თავმჯდომარე არ აირჩიონ. რაც შეეხება კანდიდატურას, კონსულტაციები გაიმართა. ნატალია ზოიძე ამ ეტაპზე ვინაობას არ ასახელებს. ის იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიცია იქნება კონსტრუქციული და სხდომაზე ექსცესების ადგილი არ იქნება.

''მნიშვნელოვანია ის პრიორიტეტები, რომელიც ბათუმელებზე არის მორგებული შეასრულოს ამ მოწვევის საკრებულომ. თუ თავმჯდომარის კანდიდატების დასახელება დადგება დღის წესრიგში, კენჭისყრაც ჩატარდება, როგორ განვითარდება მოვლენები იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. ვისზეა საუბარი ჯერჯერობით ამის თქმისგან თავს შევიკავებ'' - თქვა ნატალია ზოიძემ. 

ბათუმის 35-წევრიან  საკრებულოში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ'' 15 წევრი შეიყვანა, თუმცა ერთ-ერთი მაჟორიტარი, ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. საკრებულოში შევიდა „ლელოს“ ერთი წარმომადგენელი ირაკლი კუპრაძე. ასევე გიორგი გახარიას პარტიის სამი წევრი, მათ შორის ერთმა პარტიის რიგები დატოვა და დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძობს მუშაობას. ​''ქართულ ოცნებას“ საკრებულოში 16 წევრი ეყოლება. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი