ავსტრიის ყოფილი კანცლერი დიდ პოლიტიკაზე უარს ამბობს

02 დეკემბერი 2021, 18:14 988 ნახვა

ავსტრიის ყოფილი კანცლერი სებასტიან კურცი, რომელიც კორუფციაშია ბრალდებული, ავსტრიის სახალხო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან და დიდი პოლიტიკიდან მიდის. ინფორმაციას ადგილობრივი მედია  ავრცელებს. ავსტრიის სახალხო პარტიის ლიდერის პოსტზე კურცს ქვეყნის  შინაგან საქმეთა მინისტრი კარლ ნეჰამერი შეცვლის. 35 წლის სებასტიან კურცი ავსტრიის კანცლერის თანამდებობას 2017-2019 და 2020-2021 წლებში იკავებდა.მან თანამდებობა მიმდინარე წლის ოქტომბერში დატოვა, როდესაც მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი