დემოკრატია შეხედულებების მრავალფეროვნებას მოითხოვს, ერთპარტიული მმართველობა ამის საწინააღმდეგოდ მუშაობს - კელი დეგნანი 

02 დეკემბერი 2021, 16:01 738 ნახვა

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, სამწუხარო იქნება, თუ ყველა პარტიის მიერ შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებები არ მიიღება.

როგორც ჩანს, ზოგიერთს არ ესმის, რომ დემოკრატია შეხედულებების მრავალფეროვნებას მოითხოვს. ერთი ადამიანი, ერთპარტიული მმართველობა, ამის საწინააღმდეგოდ მუშაობს. უფრო მეტიც, ეს ქმნის უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მისივე თქმით, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები საარჩევნო რეფორმაზე მოლაპარაკებებისას შეთანხმდნენ, რომ დაბალი ბარიერი იყო დადებითი გადაწყვეტილება.

„19 აპრილის შეთანხმების მიხედვითაც, 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ერთ-ერთი დადებითი შედეგი იყო ის, რომ დაბალი საარჩევნო ბარიერის გამო ცხრა ძალიან განსხვავებულ პარტიას მიეცა პარლამენტში შესვლის საშუალება. თუ ამჟამინდელი 5%-იანი ბარიერი შენარჩუნდება, სავარაუდოთ, მხოლოდ ორმა ან სამმა პოლიტიკურმა პარტიამ შეიძლება, გადალახოს ბარიერი მომდევნო არჩევნებზე. ეს არ არის ის ტრაექტორია, რომელიც საშუალებას მისცემს პარლამენტში უფრო მეტ მრავალფეროვნებას, მეტ პლურალობას, რაც საშუალებას მისცემს მეტი ქართული შეხედულებების პერსპექტივის წარმოდგენას პარლამენტში, რასაც საქართველოს ყველა პოლიტიკური ლიდერი პოზიტიურად აფასებდა. ეს არის ის, რასაც საერთაშორისო ექსპერტები ურჩევდნენ საქართველოს. ასე რომ, ვფიქრობ, სამწუხარო იქნება, თუ არ განხორციელდება საქართველოსთვის ის პოზიტიური ნაბიჯი, რაზეც ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის მმართველი პარტია შეთანხმდნენ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი