"სანდრას რატომ არ ასამართლებთ? ამ ხარჯების დიდი ნაწილი, მესამედი, მეოთხედი მისია'' - თქვა ექსპრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.
სააკაშვილის თქმით, სიამოვნებით იქნებოდა მასთან ერთად საბრალდებო სკამზე.
'' ოღონდ, სანამ სანდრას გაასამართლებთ, გაითვალისწინეთ, რომ სანდრამ შემოიტანა ამ ქვეყანაში 100 მილიონის ევროს გრანტები სამედიცინო სერვისებისთვის. სანდრას მეშვეობით 4-ჯერ ნაკლები ქართველი ქალი კვდება მკერდის კიბოთი საქართველოში, ვიდრე მანამდე. სანდრას მეშვეობით მკვეთრად გაუმჯობესდა ჯანდაცვის სისტემები ციხეში, დაწყებული ტუბერკულიოზით, ყველა ციხის ექიმი გეტყვით ამას", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, სახელმწიფო თანხები მისი პრეზიდენტობისას გამოიყენეს ასევე სანდრას სასწრაფო ოპერაციისთვის, რომელიც ონკოლოგიური პრობლემის გამო გადაუდებლად იყო გასაკეთებელი.
''სანდრა არ არის კორუფციონერი? ერთად ვიყავით გენერალური ასამბლეის სესიაზე ნიუ-იორკში და აღმოაჩნდა სასწრაფო ონკოლოგიური პრობლემა და სასწრაფოდ გაუკეთეს ნიუ-იორკ ჰოსპიტალში ოპერაცია. დაჯდა საკმაოდ ძვირი თანხა. რატომ არ არის ეს თანხა შეტანილი?“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა პროცესზე.