გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ავტომანქანამ დატოვა, რომლითაც სავარაუდოდ, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში, სასამართლო პროცესზე გადმოიყვანეს.
მისი ეტაპირების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია შესაბამისი სამსახურების მხრიდან ჯერ არ გავრცელებულა.
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი იმართება. ხელისუფლება სააკაშვილს სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება.
სასამართლო პროცესი 11 საათზეა ჩანიშნული და მას მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი განიხილავს.