ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის, ნინო გოგორიშვილის განცხადებით, მნპაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის ხვალინდელი დღისთვის მზად არის.
მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში მისვლა შეუძლია.
"დღევანდელი დღით პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მზად არის ხვალინდელი დღისთვის. გუნება-განწყობა არის დამაკმაყოფილებელი. არანაირი პრობლემა ხვალინდელი დღისთვის არ არის. ანალიზების მხრივ ყველაფერი დამაკმაყოფილებელია, რიგზეა.
მოხდა ნიველირება ყველა ანალიზის, თითქმის ყველაფერი ნორმაშია. კვების რაციონი არის სრული, გარკვეული პროდუქტების გამონაკლისით. რასაც თქვენ ჭამთ, იმას ჭამს, გარკვეული პროდუქტების გამონაკლისით. აბსოლუტურად შეუძლია, მივიდეს სასამართლოში, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ", - განაცხადა ნინო გოგორიშვილმა.