თბილისის საქალაქო სასამართლომ ბესიკ თამლიანი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლე დავით კურტანიძემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რომელიც ბესიკ თამლიანის 3 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
პროკურორის განცხადებით, მიმალვისა და სხვა საფრთხეების თავიდან აცილება მხოლოდ უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიებით იქნებოდა შესაძლებელი.
ბესიკ თამლიანის განცხადებით, ის მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და შიმშილობას იწყებს.
გამოძიება თამლიანს პოლიციელთა მიმართ წინააღმდეგობას და ძალადობას ედავება. ის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად გამართულ აქციაზე დააკავეს.