აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა ხვალ, 2 დეკემბერს სტოკჰოლმშია დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.შეხვედრა ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება. ენტონი ბლინკენისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების მობილიზების გამო ნატოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების გამწვავების ფონზე გაიმართება.