ბრაზილიაში კორონავირუსის ახალი შტამის "ომიკრონის" 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული ორი მოგზაურია, რომლებიც სამხრეთ აფრიკიდან ბრაზილიაში 23 ნოემბერს ჩავიდნენ - 41 წლის მამაკაცი და 37 წლის ქალი. ეს ლათინურ ამერიკაში შტამ "ომიკრონის" პირველი დაფიქსირებული შემთხვევებია.
ომიკრონით ინფიცირების შემთხვევები საუდის არაბეთშიც გამოვლინდა. ინფიცირებულები ჩრდილოეთ აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში მოგზაურობდნენ.
ომიკრონის შტამი მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაშია უკვე გამოვლენილი.