გამოვლენილი ხარვეზები აღმოიფხვრება და მომხმარებელს ამის გამო დისკომფორტი არ ექნება - გაბუნია 

01 დეკემბერი 2021, 13:47 3497 ნახვა

ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც პირველ დღეს შიძლება გამოვლინდეს დროულად აღმოიფხვრება და მომხმარებელს ამის გამო დისკომფორტი არ ექნება - ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ​''მწვანე საშვის'' წაკითხვასთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხება. 

მოქალაქეების ნაწილი დღეს აცხადებდა, რომ კვების ობიექტებში ''მწვანე პასპორტი'' აპლიკაცია ჰქონდათ, თუმცა მონაცემების იდენტიფიცირება ვერ ხერხდებოდა.

​''მწვანე საშვის აპლიკაცია გამოყენებისთვის, განსაკუთრებით CovidPass Georgia არის ძალიან მარტივი და ნებისმიერ წამკითხველს შეუძლია იდენტიფიცირება. რამდენიმე ზარი შემოვიდა დილიდან, როდესაც მომხმარებელს სთხოვეს მაგალითად სერთიფიკატი აცრის თაობაზე და არ შემოიფარგლა კომპანია მხოლოდ მწვანე საშვის წაკითხვით. ამან გარკვეული შეფერხება შექმნა ერთეულ შემთხვევებში. 

ჩვენ ვაკვირდებით რამდენად შეუფერხებლად მუშაობს აპლიკაცია, ტექნიკური ჯგუფი ამის უზრუნველყოფას გააკეთებს'' - განაცხადა გაბუნიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი