ალბათ, მალე გამოჩნდება გრიპის ვირუსიც და შეიძლება იყოს ისეთი კომბინაციები, რასაც ჩვენ „ტვინდემიას“ ვეძახით - ამირან გამყრელიძე

01 დეკემბერი 2021, 13:47 1221 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით საქართველოში ეპიდსიტუაცია კვლავ რთულია.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ძალიან მალე ალბათ გამოჩნდება გრიპის ვირუსიც და შეიძლება იყოს ისეთი კომბინაციები, რასაც ჩვენ „ტვინდემიას“ ვეძახით.

მისივე თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში სიტუაცია არ უარესდება, მაგრამ რადიკალურად არც უმჯობესდება.

„ერთადერთი პოზიტივი არის, რადგან ტესტირების მაჩვენებელი ბოლო კვირების განმავლობაში არის მაღალი, დადებითობის პროცენტი მერყეობს 8-9% შორის და ზემოთ არ მიდის. ასევე რეპროდუქციის ინდექსი ჯერჯერობით რჩება ერთის ქვემოთ, თუმცა საყურადღებოა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში წინა კვირასთან შედარებით ოდნავ მატებაა. ვართ მაღალ ციფრებზე, რაც საყურადღებოა და ზამთრის რესპირატორული ვირუსების პერიოდში, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ძალიან მალე ალბათ გამოჩნდება გრიპის ვირუსიც და შეიძლება იყოს ისეთი კომბინაციები, რასაც ჩვენ „ტვინდემიას“ ვეძახით“ , - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი