სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის პროგრამა განახლდა

01 დეკემბერი 2021, 12:06 733 ნახვა

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან 20,000 ლარამდე ასევე 20,000-დან 100,000 ლარამდე ღირებულების ტექნიკის თანადაფინასების მოთხოვნით მოქალაქეებს შეუძლიათ სოფლის განვითარების სააგენტოს კვლავ მიმართონ.

პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს სახელმწიფოს თანადაფინანსებით ტექნიკის შეძენა შეუძლიათ. რაც შეეხება პროგრამის პირობებს. სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება 30-დან 35 პროცენტამდე მერყეობს. დანარჩენი თანხა კი უნდა წარადგინოს თავად ბენეფიციარმა.

პროგრამა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და თვითმმართველ ქალაქში ხორციელდება და პროგრამის ბიუჯეტი 50,000,000 ლარს შეადგენს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში