ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმ პირებს, რომლებიც მიმდინარე სადღესასწაულო სეზონზე საზღვარგარეთ გამგზავრებას გეგმავენ, რეკომენდაციებით მიმართავს.
ჯანმო მანამ, სანამ კორონავირუსის ახალი, „ომიკრონ“ ვარიანტის შესახებ სამეცნიერო კვლევა მიმდინარეობსარავაქცინირებულებსა და რისკჯგუფებში შემავალ პირებს სადღესასწაულო დღეებში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს.
„პირებს, რომლებიც თავს კარგად არ გრძნობენ, არ არიან სრულად ვაქცინირებული ან კორონავირუსი არ გადაუტანიათ, მძიმე ფორმის განვითარებისა და სიკვდილის რისკის ქვეშ არიან, მათ შორის 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს, უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, რომ გადადონ მოგზაურობა ისეთ ადგილებში, სადაც ვირუსის გავრცელება მასობრივად ხდება“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.