თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმის შემოერთებული ტერიტორიებზე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობა გაგრძელდება.
გერმანიისა და საქართველოს მთავრობას შორის მოლაპარაკება დასრულდა.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით დაიხარჯება 200 მილიონ ლარზე მეტი. პროექტი შეეხება ადლიას, აეროპორტს, სამრეწველო ზონას, ჩაქვსა და მახინჯაურს.
''ეს პროექტი შეეხება ყველა იმ პერიფერიულ ტერიტორიებს, სადაც მნიშვნელოვანია, როგორც მოქალაქეებს, ასევე ბიზნესს და კერძო სექტორს ჰქონდეს თანამედროვე მიწისქვეშა კომუნიკაციებით სარგებლობის საშუალება. დარწმუნებული ვარ, როგორც იქ მაცხოვრებელი ადამიანებისთვის, ასევე იქ მიმდინარე პროექტებისთვის ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იქნება სახელმწიფოს მხრიდან'' - განაცხადა რიჟვაძემ.