მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 262 მილიონს გადააჭარბა. კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 5.2 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 236 მილიონს აჭარბებს.
მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 20.2 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ყველაზე მეტი - 49.3 მილიონი ადამიანი აშშ-ში დაინფიცირდა, მეორე ადგილზეა ინდოეთი 34.5 მილიონზე მეტი შემთხვევით. მათ ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი მოჰყვებიან.