8 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევისას დაღუპული დათა შომახიას ნახატი, ბათუმის N3 საჯარო სკოლის კედელზე გადაიტანეს.
ის საჯარო სკოლაში მეშვიდე კლასში სწავლობდა. ნახატი სადაც დედა-შვილია ასახული, დათამ გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე დახატა.
ტრაგედიის დროს 12 წლის მოზარდთან ერთად, დედაც გარდაიცვალა.
სკოლის ადმინისტრაციის განცხადებით, დაგეგმილია გამოფენის გამართვაც, სადაც დატა შომახიას ნამუშევრებს წარმოადგენენ.
ბათუმში, 8 ოქტომბრის ტრაგედიის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი. ნანგრევებიდან ამოყვანილი ერთი მამაკაცი გადარჩა.