ბათუმი ქართულ ჭიდაობაში იუნესკოს მიერ ქართული ჭიდაობის მსოფლიო აღიარებისადმი მიძღვნილ მეორე რესპუბლიკურ ტურნირს მასპინძლობდა. 16 მუნიციპალიტეტის 120-ზე მეტი სპორტსმენის მონაწილეობით შეჯიბრება ექვს წონით კატეგორიაში გაიმართა. გამარჯვებულები და პრიზიორები თასებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ტურნირზე ასევე გაიმართა ჟურნალისტ გაბრიელ ბარჯაძის წიგნის „ქართული ჭიდაობა“ პრეზენტაცია.