ბათუმში მუნიციპალურმა სასადილოებმა სასურსათო კალათების გაცემა დაიწყო.
სასადილოების ბენეფიციარებს კუთვნილი პროდუქტის მიღება 4 დეკემბრამდე შეუძლიათ.
დეკემბრის ბოლოსთვის ბენეფიციარებს საახალწლო ნობათი დაურიგდებათ, ხოლო იანვრიდან უფასო სასადილოები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ .