პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება

29 ნოემბერი 2021, 10:42 1008 ნახვა

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე დაიწყება. არსებული ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკვე გადაყვანილია სასამართლოს შენობაში.

პენიტენციური სამსახურის მანქანა, რომელიც ესკორტის თანხლებით გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა, თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა.

სასამართლოს შენობასთან იკრიბებიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებიც. 

მიხეილ სააკაშვილის პროცესი დღეს 7 ნოემბრის ეპიზოდზე გაიმართება. საქმეს კოლეგია განიხილავს სამი მოსამართლის შემადგენლობით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში